აშშ-ის ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი კორონავირუსის ვაქცინის ძიებაში ჩაერთვება

ამერიკელი ექსპერტები აპირებენ გაანალიზონ მონაცემები ახალი კორონავირუსის შესახებ, შეერთებული შტატების ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის გამოყენებით. ამის თაობაზე ნათქვამია აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც დოკუმენტში აღინიშნა, დეპარტამენტი აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ინფექციის შესახებ მონაცემების გაცვლისა და ანალიზის პროგრამაში. ამ უწყებათშორისი ინიციატივის საბოლოო მიზანია კორონავირუსის ვაქცინის და მედიკამენტების შექმნა.

აშშ-ს ჯანმრთელობის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალისტები აპირებენ გამოიყენონ აშშ-ის ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი Summit, რომელიც მდებარეობს აშშ-ს ეროვნულ ლაბორატორიაში. აშშ-ს ენერგეტიკის ეს დეპარტამენტი ტენესის შტატის ოკ-რიჯში მდებარეობს. კომპიუტერის დახმარებით მოხდება ჯანდაცვის მონაცემთა სრული ანალიზი. მოსალოდნელია, რომ ასე უფრო სწრაფად მოხდება იმ მედიკამენტების იდენტიფიცირება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კორონავირუსით ინფიცირებულების განკურნება.

Summit ამერიკული კორპორაცია IBM-ის მიერ არის შექმნილი. თითქმის ორი წლის განმავლობაში იგი ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფ კომპიუტერად. მიმდინარე წლის ივნისში, ეს სტატუსი გადაეცა იაპონურ სუპერკომპიუტერს, რომელიც ქვეყნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სახელმწიფო ინსტიტუტში მდებარეობს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარტის თვეში განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით აპირებს ახალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებას სუპერკომპიუტერების დახმარებით. მან აღნიშნა, რომ პროგრამაში მონაწილეობენ აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრო და IBM.

Comments
Loading...