აშშ-ის შტატ კენტუკის პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელმაც დელეგატთა ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, აშშ-ის შტატ კენტუკის პრაიმერიზში გამარჯვება მოიპოვა.

პრაიმერიზები ტარდება ნიუ-იორკისა და კენტუკის შტატებში. ნიუ-იორკში, პრაიმერიზები თავდაპირველად 28 აპრილს იყო დაგეგმილი, ხოლო კენტუკიში 19 მაისს. ეს გეგმები შეიცვალა ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო.

ბიულეტენების თვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. New York Times–ის ცნობით, ბაიდენმა კენტუკიში ხმების 57.1% მიიღო, ხოლო სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელმაც წინასაარჩევნო რბოლა 8 აპრილს დატოვა, ხმების 12.0% მიიღო.

Comments
Loading...