აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა-მაიკლ პომპეომ განაცხადა.

”დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოავლინა 22 მასალა, რომელიც გამოყენებულია ბირთვულ, სამხედრო და ბალისტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით. მათ, ვინც გამიზნულად გადასცემს ამ მეტალებს ირანს, ახლა სანქციებს ექვემდებარება”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ირანის ბირთვული, სარაკეტო და სამხედრო პროგრამები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, – ხაზი გაუსვა ამერიკის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა.

Comments
Loading...