აშშ-მ გააუქმა გადაწყვეტილება უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში დარჩენის აკრძალვის შესახებ

აშშ-ის ხელისუფლებამ უარი თქვა იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც უამრავ უცხოელ სტუდენტს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მათ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სწავლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდოდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ ივლისის დასაწყისში განაცხადა თავისი ახალი პოლიტიკის გატარების შესახებ, რომლის მიხედვითაც აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთაც დისტანციური სწავლება ექნებოდათ, ქვეყნის დატოვება მოუწევდათ, ჰარვარდის უნივერსიტეტმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. აგრეთვე სასამართლოს მიმართა მინიმუმ 18 შტატის გენერალურმა პროკურორმა, მათ შორის მასაჩუსეტსის და კალიფორნიის. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააუქმონ მოთხოვნა და უცხოელ სტუდენტებს ინტერნეტით სწავლის საშუალება მისცენ.

CNN-ის წყაროს თანახმად, თეთრ სახლში ზოგიერთის აზრით, ბრძანება სტუდენტების განდევნის შესახებ, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტით სწავლობენ, ცუდად იყო ჩაფიქრებული და შესრულებული. კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა არხს, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს ამ მოთხოვნების იმ სტუდენტებზე გატარებას, რომლებიც ახალი მიღებულები არიან და ჯერ არ ჩასულან აშშ-ში.

Comments
Loading...