აშშ-მ 700 ათასი დოლარი გამოყო, თბილისში, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის

აშშ-მ, თბილისში პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო.

როგორც აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ამ თანხით, დედაქალაქში, უმაღლესი დონის, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი დაარსდება.

„ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

Comments
Loading...