აშშ-ს ისტორიაში პირველად, ქვეყნის საჰაერო ძალების შტაბის უფროსად აფროამერიკელი დაინიშნა

აშშ-ს კონგრესის სენატმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, წარმოშობით აფროამერიკელი გენერალი ჩარლზ ბრაუნი საჰაერო ძალების შტაბის უფროსის პოსტზე დანიშნა.

გაზეთ The Hill-ის თანახმად,  ამ პოსტს პირველად დაიკავებს შავკანიანი ადამიანი . 98 სენატორმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კენჭისყრა ჩატარდა იმ დროს, როდესაც აშშ-ში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ პროტესტი მიმდინარეობდა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩემი დანიშვნა გარკვეულ იმედს იძლევა, მაგრამ დიდ ვალდებულებებსაც მაკისრებს. მე არ შემიძლია გამოვასწორო ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო მონობა, ისევე როგორც ის დისკრიმინაცია, რომელსაც  საჰაერო ძალების წარმომადგენლები შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში განიცდიდნენ”, – თქვა ბრაუნმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გენერალს ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე მიულოცა. “ეს ისტორიული დღეა ამერიკისთვის! ძალიან მოხარული ვარ, რომ გენერალთან კიდევ უფრო მეტი მუშაობა მომიწევს”, – წერს ტრამპი თავის ” ტვიტერზე”.

მანამდე ბრაუნი მსახურობდა წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში აშშ-ს საჰაერო ძალების მეთაურად. იგი აგრეთვე იყო აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელის მოადგილე.

Comments
Loading...