აშშ „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებაში“ დაბრუნებას აღარ აპირებს

ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

„აშშ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარღვევებმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას“ ძირი გამოუთხარა. ხელშეკრულების გადახედვის დასრულების შემდეგ, აშშ არ აპირებს ხელშეკრულებაში დაბრუნებას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ მიიღო ზომები, რათა მის შესრულებას დაბრუნებოდა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და იგი სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ითვალისწინებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

2020 წლის 22 მაისს აშშ-მა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე გამოაცხადა.

Comments
Loading...