აშშ-ში ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაიჭრა

2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა  სროლის შედეგად,  ამერიკის შტატ ინდიანაში.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება,  ინციდენტი  ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. დაშავებულთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სამართალდამცველები სხვა დამატებით ინფორმაციას მსხვერპლებსა თუ დამნაშავეზე, ჯერჯერობით, არ ავრცელებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

ამასთან, მედიის ინფორმაციით,   ეს უკვე ბოლო 2 დღეში მომხდარი მასობრივი სროლის მე-9 შემთხვევაა ქვეყანაში.

 

Comments
Loading...