აშშ-ში მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს უთხრა, რომ სანტაკლაუსი არ არსებობს, გაათავისუფლეს

ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ მონთვილში სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც Fox News-ი იუწყება, გაკვეთილზე ქალმა პირველკლასელებს განუცხადა, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს.

მედიის ცნობით, მასწავლებელმა ბავშვებს უთხრა, რომ ნაძვის ხის ქვეშ მათ საჩუქრებს მშობლები უტოვებთ და არა სანტა-კლაუსი.

პირველი კლასის მოსწავლეებს მასწავლებლის სჯეროდათ. მის მიერ ნათქვამი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ზოგიერთი მოსწავლე გაკვეთილიდან თვალცრემლიანი გამოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მშობლები სკოლის ხელმძღვანელობას უჩივიან.

დაწესებულების დირექტორმა მაიკლ როჯმა მასწავლებლის განცხადებები დაუშვებლად მიიჩნია. მისი თქმით, პედაგოგმა შობის წინ “ყველა ბავშვის ოცნება და მოლოდინები გაანადგურა”.

 

Comments
Loading...