აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთაც სწავლა დისტანციურად შეუძლიათ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებებს სწავლის მხოლოდ დისტანციური რეჟიმი ექნებათ, ქვეყანაში დარჩენის უფლება ჩამოერთმევათ. ამის შესახებ BBC წერს.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს არ დაიცავენ ,შესაძლოა, დეპორტაცია დაემუქროთ.

დეპარტამენტი აგრეთვე აცხადებს, რომ ახალი წესი ვრცელდება F-1 და M-1 ვიზების მფლობელებზე, რომლებიც ეხება აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს.

Comments
Loading...