აშშ-ში, პირველად გუბერნატორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ტრანსგენდერმა წამოაყენა

ვერმონტის შტატში, შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე პირველად ქვეყნის ისტორიაში საკუთარი კანდიდატურა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, კრისტინა ჰელკვისტმა წამოაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იგი მონაწილეობას დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მიიღებს, რათა ამ პარტიის კანდიდატი ოფიციალურად გახდეს.

CNN-ის ცნობით, ჰელკვისტის კანდიდატურა სიმბოლურია ლგბტ-ს თემის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან ადრე ტრანსგენდერებს უმაღლეს თანამდებობებზე კენჭი არ უყრიათ.
CNN- სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ რბოლაში მონაწილეობის მიღება გასაკვირი არ არის. ჰელკვისტი აცხადებს, რომ „სამოქალაქო სამართლის საკითხებზე პროგრესული იდეები აქვს”. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ლგბტ თემზე “სისტემატური თავდასხმები დაიწყო”, რაც მისი თქმით, სახიფათოა.
როგორც გუბერნატორობის კანდიდატმა განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ახალ პოლიტიკურ ხედვას ხელს შეუწყობს.

“ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც, ჩვეულებრივ, პოლიტიკაში არ მონაწილეობენ, ცოტა ხნის წინ უფრო გააქტიურდნენ და ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღ დემოკრატია ჰგავს”, – განაცხადა მან.

Comments
Loading...