აშშ-ში, სამხედრო ბაზაზე კარვების კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 22 ჯარისკაცი დაშავდა

კალიფორნიაში Fort Hunter Ligget- ის სამხედრო ბაზაზე, კარვების კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგად 22 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ იტყობინება.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 31:30 საათზე, წვრთნების დროს მოხდა. მომხდარის მიზეზი ვერტმფრენი UH-60 Blackhawk იყო.

კარავი ჰაერის ნაკადის ზემოქმედების შედეგად ჩამოინგრა.

დაშავებულთაგან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს,  დანარჩენებს  კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

Comments
Loading...