აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელმა 13,3%-ს მიაღწია

მაისის თვეში აშშ-ში უმუშევრობის დონემ 13.3% შეადგინა, სამუშაო ადგილების რაოდენობა ამ თვეში 2.5 მილიონით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შრომის სამინისტროს ანგარიშში.

ამავე დროს, ექსპერტების მოლოდინი 20%-მდე ვარდნა იყო, რაც სამუშაო ადგილების 8 მილიონით შემცირებას გულისხმობს.

აპრილში უმუშევრობის დონე იყო 14.7%, ანუ 20.5 მილიონი ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე. ხუთშაბათს, სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 11 კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევრობის გამო შეღავათების პირველადი განაცხადების რაოდენობამ, ახალ კორნავირუსთან დაკავშირებით შემზღუდავი ზომების შემოღების დღიდან (15 მარტიდან 30 მაისამდე), 42 მილიონს გადააჭარბა.

Comments
Loading...