აშშ-ში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 114 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ლესლი ბრაუნი 114 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო Associated Press -ი.
აღსანიშნავია, რომ ლესლი ბრაუნი 1904 წელს ჯორჯიის შტატში დაიბადა.
ამავე დროს, ნათესავები მიიჩნევენ, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზი “ტკბილი კარტოფილის” ხშირი მოხმარება იყო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლანეტის უხუცესი ადამიანი იაპონიაში გარდაიცვალა.