აჩიკო მეფარიძეს ბრალი წარუდგინეს – ქალი ყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო თავს დაესხა

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

ქალი ყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა.

Comments
Loading...