ახალგაზრდა ქალს ზვიგენი დაესხა თავს

ავსტრალიის შტატ კუინზლენდში ახალგაზრდა ქალი დაზარალდა,ზვიგენის თავდასხმის შედეგად.ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს გამოცემა Daily Mail.

ინციდენტი მოხდა მაშინ,როცა ზემოთხსენებული ქალბატონი ცურავდა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან,ახლოს ქალაქ კერნსთან. მტაცებელი მას ხელში სწვდა,თუმცა ქალმა მოახერხა მისგან თავის დაღწევა და ნაპირზემდგომ ნავში ჩაჯდომა.
ნაპირზე მასუკვე სასწრაფო დახმარება ელოდა და მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში,სადაც მკლავზე მიღებული ჭრილობები დაუმუშავეს და ახლა მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

Comments
Loading...