ახალდაქორწინებული წყვილი კორონავირუსის გამო,ღვთაებრივი კუნძულის “ტყვე” გახდა

ოლივია და რაული,ახალდაქორწინებული წყვილი,კორონავირუსის გამო,მალდივის კუნძულზე იყვნენ ჩარჩენილები.ინფორმაციას ავრცელებს insider.com

წყვილი 6 დღით აპირებდა კუნძულზე დარჩენას,თუმცა მესამე დღეს შეიტყვეს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ იკეტებოდა ყველა აეროპორტი,კორონავირუსული პანდემიის გამო.

კუნძულზე ისინი 22 მარტს ჩავიდნენ და 29 მარტისთვის უკვე იქმყოფი ერთადერთი ტურისტები იყვნენ. ჩვეულებრივ,იმ პერიოდში კუნძულზე 180 ტურისტი ისვენებს.

კუნძულზე მოქმედი კანონის თანახმად,არცერთი სფეროს მომსახურე პერსონალს,იქნებიან ეს სასტუმროს,რესტორნებისა თუ კაფე-ბარების თანამშრომლები,არ აქვს უფლება დატოვოს ადგილი მანამ,სანამ იქ ერთი ტურისტი მაინცაა და შესაბამისად,ყველა მათგანი ჩვეულებრივ განაგრძობდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას,მხოლოდ ორი ადამიანისათვის.

ოლივია წერდა,რომ ბედნიერიც კი იყო კუნძულზე ხანგრძლივი დროის გატარებით,თუმცა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულმა დაუგეგმავმა საკითხებმა და გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა იჩინა თავი.

სასტუმროს ოფიციალური საიტის ცნობით,იქ ერთი ღამის გათევის ღირებულება 750 აშშ დოლარია. წყვილს,შექმნილი სიტუაციის გამო,დიდი შეღავათი გაუწიეს,თუმცა ოლივიასა და რაულს მაინც მოუწიათ დაეხარჯათ ის თანხა,რომელიც სხვა საჭიროებისთვის ჰქონდათ გათვალისწინებული,თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მათ დაჰპირდა,რომ შეიტანს დიდ წვლილს დაფარვაში იმ ხარჯებისა,რომელიც წყვილმა გასწია.

საბოლოოდ,მხოლოდ 21 დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი,რომ წყვილი სამშობლოსა და საკუთარ სახლს დაბრუნებოდა და ისინი იქ 2 კვირიან კარანტინს გაივლიან.

“ჩვენ გაგვიმართლა, მივიღეთ დიდი გამოცდილება,თუმცა საკმაოდ ძვირადღირებული”-აღნიშნავს წყვილი.

 

Comments
Loading...