ახალი თანამგზავრი კოსმოსიდან თვითმფრინავებს Wi-Fi-ით უზრუნველყოფს

ამერიკული კერძო კომპანია SpaceX-ის საკუთრებაში არსებულმა ხომალდმზიდმა Falcon 9-მ, ორბიტაზე გაიყვანა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს საჰაერო და საზღვაო ხომალდებს. ინფორმაცია bm.ge ავრცელებს.

თანამგზავრი Boeing-ის მიერ არის დამზადებული და 6 ტონაზე მეტს იწონის. ამ დროისთვისთვის, ის ყველაზე მძიმე ტვირთია, რომელიც Falcon 9-მ ორბიტაზე გაიყვანა.

4 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX 2019 წელს კოსმოსში 4,425 თანამგზავრს გაუშვებს, რათა მთელ მსოფლიოს უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი მიაწოდოს. ამ დავალების შესასრულებლად SpaceX რაკეტა Falcon 9-ს გამოიყენებს. ამით შემცირდება ხარჯები და აპარატის განთავსება 1325 კილომეტრ სიმაღლეზე უფრო ადვილი იქნება.

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...