ახალი პროტოკოლის მიხედვით, ბავშვებს ბაღებში სათამაშოების სახლიდან მიტანა აღარ შეეძლებათ
დღეს დამტკიცდება პროტოკოლი, რომელშიც გაწერილია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის . როგორც ჯანდაცვის სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გაწერილი.
არაერთ წვრილმან დეტალთან ერთად, ახალი პროტოკოლის მიხედვით, ბავშვებს ბაღებში, სათამაშოების სახლიდან მიტანა აღარ შეეძლებათ. ასევე, არაერთი სხვა პირობაა შესასრულებელი.
- აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობენ, გადაამზადეთ (მათ შორის ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;
- შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;
- უზრუნველყავით ბავშვების ხელების დაბანა სათანადო წესით ჯგუფურ ოთახში შესვლის წინ;
- უზრუნველყავით პერსონალისა და სხვა პირების (გარდა ბავშვებისა) შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბით;
- კომუნიკაციის გაძლიერების სტრატეგიისა და ბავშვების ოჯახთან დიალოგის წახალისების მიზნით, გამოიყენეთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (მაგ. მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ვიდეო ზარი, პოსტერები);
- დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;
- გამოიყენეთ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ოჯახებს სწორად იქნეს დადგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდოული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;
- შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
- უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოელმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;
- აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;
- ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
- უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ;