ახალი ფაქტები  – მარილი სიკვდილის რისკს ზრდის

 

თუ არ იცი რამდენი მარილი უნდა მოაყარო კერძს, ან თუ გიყვარს  ჩიფსები, ფრი, კონსერვები და მარილიანი საკვები, მაშინ დროა წაიკითხო ეს სტატია   და დარწმუნდე, თუ    რამხელა  საფრთხეს უქმნი საკუთარ ჯანმრთელობას .

მაშ ასე, როგორც გაირკვა, მარილის მოხმარებასა და სიკვდილის რისკის ზრდას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს., რომელიც მკვლევარებმა  წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ფაქტი პირველი

გამომცემლობა  Independent-ი წერს, რომ  დღის განმავლობაში 13,5 გრამზე მეტი მარილის მოხმარება გულის უკმარისობის განვითარების რისკს 2-ჯერ ზრდის იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც დღეში 6  გრამზე ნაკლებ მარილს მოიხმარს.

ფაქტი მეორე

აშშ-ის გულის, ფილტვებისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა წელს საუკეთესო დიეტად DASH-დიეტა დასახელეს , რომელიც ორგანიზმის საერთო გამოჯანსაღებას უწყობს ხელს,  ამ დიეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მთლიანად ან ნაწილობრივ მარილის შემცველი პროდუქტების ამოღება.

ფაქტი მესამე

როგორც, Nature Neuroscience -ი  წერს საკვებში მარილის გადაჭარბებული დოზით რეგულარული მოხმარება ნაწლავებში იმუნური სისტემის ცვლილების პროვოცირებას ახდენს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 3 კვირის განმავლობაში მარილის გადაჭარბებული დოზით მოხმარება ენდოტელიალურ დისფუნქციას უწყობს ხელს.

ფაქტი მეოთხე

International Journal Of Epidemiology-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც
მარილის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სიკვდილის რისკის ზრდასთან. მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 3-დან 54 წლამდე 2974 პაციენტი მონაწილეობდა. ყველა მათგანს მაღალი არტერიული წნევა აწუხებდა.

მარილზე უარის თქმა მიჭირს , როგორ მოვიქცე ?

მარილის ზომიერი მოხმარება ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საფრთხეს წამოადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დღე-ღამეში ადამიანმა 6 გრამზე მეტი მარილი არ უნდა მიიღო. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.

გარდა ამისა,   უნდა იცოდეს პროდუქტებში მარილის შემცველობის დონის განსაზღვრა. წაიკითხე  ეტიკეტი , კერძოდ, მარილის დაბალი შემცველობაა თუ ეტიკეტს აწერია : 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე;  საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე.

Comments
Loading...