ახლახანს ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა – გარდაცვლილია საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან “

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გარდაიცვალა. ინფრომაციას “პრაიმ ტაიმი”ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს,55 წლის ემზარ ჯანაშვილს, თბილისში, ქვეითად გზაზე გადასვლის დროს ავტომანქანა დაეჯახა.

რამდენიმე დღის განმავლობაში, დაშავებულს, თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, ჯანაშვილს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა.

გარდაცვლილი დეპუტატი, საკრებულოში, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი იყო.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საკრებულოს გამოკლებული წევრის ახალი არჩევნები, მომავალი წლის მაისში უნდა ჩატარდეს.

 

Comments
Loading...