ახმეტაში დაკარგული 89 წლის ბებო პოლიციამ იპოვნა

დაკარგული ახმეტელი 89 წლის ბებო დღეს პოლიციამ იპოვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს

ახმეტაში დაკარგული 86 წლის ოლია კაცელაშვილი ახლობლებმა და სამართალდამცავებმა 5 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

მოხუცი საცხოვრებელი სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ოლია კაცელაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, სამართალდამცავებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში იპოვეს. შშს-ს ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და სახლში დააბრუნებენ.

Comments
Loading...