ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დარბევის სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში ადასტურებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებული წარმოშობით აზერბაიჯანელია. მამაკაცი ამ წუთებში პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

,, პოლიციამ სკოლიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, სადაც მისი იდენტიფიცირება სამართალდამცავების მიერ მოხდა “,- განაცხადა კასრისწყლის სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ.

Comments
Loading...