ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვიც

დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვიც. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

აფეთქება 7-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

 

Comments
Loading...