ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

ცუდი ხილვადობის გამო ბათუმის საერთაშორისო ეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

თელავივი-ბათუმის რეისმა მგზავრები დროებით ქუთაისის აეროპორტში გადაიყვანა. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში განამრტავენ, რეისი ბათუმში მალე დაბრუნდება.

სხვა რეისის გადადებასთან დაკავშირებით კი ინფორმაციას არ ფლობენ.

ბათუმში ამინდი ამ დროისთვის სტაბილურია. აეროპორტმა უკვე მიიღო მოსკოვის რეისის მგზავრები.

ბათუმში საშტორმო მდგომარეობაა დიდლიდან.

ზღვისპირა ქალაქში ძლიერ წვიმას დღის მეორე ნახევარშიც ელოდებიან.

Comments
Loading...