ბათუმის ახალ სტადიონზე “Cinema Park” ამოქმედდება

შპს “სტადიონი” ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად „Cinema Park” პროექტს იწყებს. “Drive In” კინოთეატრის მეშვეობით სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილიდან შეძლებთ.

“Cinema Park” სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი შპს სტადიონი ტენდერის გამოცხადებას აპირებს. საპარკინგე სივრცე, რომელიც ბათუმის ახალ სტადიონთან ერთად აშენდა, 1200 მანქანაზეა გათვლილი. პარკინგის მსურველს ბილეთის შეძენა მოუწევს. ამ დროისთვის უცნობია, რა ეღირება სერვისით სარგებლობა.

Comments
Loading...