ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა

ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო  აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ინფრომაციით, მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო.  მშობიარობის პროცესში ექიმს ტავის პერსონალი ეხმარებოდა.  ახალშობილი და დედა  ამდროისთვის თავს კარგად გრძნობენ.

Comments
Loading...