ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმს ეძებენ.

ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომლები სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

შენობაში ევაკუაცია 17:50 საათზე გამოცხადდა. ამ დროს შენობაში მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილი იმყოფებოდა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

1tv.ge

Comments
Loading...