ბათუმსა და ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ბათუმსა და ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ბათუმის ქუჩები.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში დილის საათებში 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
უხვი ნალექის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.