ბათუმში ავტომობილი ორ ბავშვს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა მეორე კი მასზე პატარა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

Comments
Loading...