ბათუმში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ინციდენტი ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ურთერთ შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, აღნიშნულ კონფლიქტში ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
დაშავებულები ამდროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ განაცხადა, ერთს ჭრილობა ბარძაყის, მეორეს კი ხელის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, მოხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება გულისხმობს.