ბათუმში სამი მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში სამი მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გვიან ღამით, სანაპიროზე მოხდა.

ისინი ამ დროსთვის, ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით,  ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი შედარებით მძიმე .

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

Comments
Loading...