ბათუმში სანდასუფთავების თანამშრომელი პროფესიული მოვალეობის დროს, ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

59 წლის მამაკაცი პროფესიულ მოვალეობას აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთასთან ასრულებდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. სამართალდამცავებმა მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც საგზაო უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Comments
Loading...