ბაკურიანში მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ბაკურიანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოტოციკლი „ტოიოტას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.ინფორმაციას  “პირველი არხი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით,  ავარიის შედეგად  მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, რომელიც  ბორჯომის რეფერალურ ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანისას უგონოდ იყო, ამიტომ ჯანმრთელობის დმგომარეობის სიმძიმის გამო, გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაყვანა გახდა საჭირო.

გორმედში“ პირველ არხს განუცხადეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ექიმის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მრავლობითი ტრავმები აღენიშნება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...