“ბალიშის ქვეშ ეძებდი ხოლმე საჩუქრებს, მამი” – დავით სარალიძეს დღეს 17 წელი შეუსრულდებოდა

ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს დღეს  17 წელი შეუსრულდებოდა. ზაზა სარალიძე  გარდაცვლილ შვილს  იუბილეს სოციალურ ქსელში ულოცავს:

“მამი, გილოცავ დაბადების დღეს.
“როგორი ბედნიერები ვიყავით შარშან, მამიიიი.
პირველი დაბადების დღეა მამი, შენი და უშენოდ ვხვდებით.
როგორ გიხაროდა მამი შენი დაბადების დღე.
ბალიშის ქვეშ ეძებდი ხოლმე საჩუქრებს, მამი.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამი”,-წერს  ზაზა სარალიძე.

Comments
Loading...