„ბარბარესა და მარიამს დაუდგინდათ დაუნის სინდრომის თანხმლები თითქმის ყველა დაავადება სხვადასხვა სიმძიმით“

ირინა სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტყუპების შესახებ შემდეგი შინაარსის ემოციურ პოსტს ავრცელებს:

„მოკლედ, გამოკვლევების შედეგად ბარბარეს და მარიამს დაუდგინდათ დაუნის სინდრომის თანხმლები თითქმის ყველა დაავადება სხვადასხვა სიმძიმით.
გვაქვს პრობლემები სუნთქვაზე, ჟანგბადის ნაკლებობა და მისი შეფერხებით მიწოდება ორგანოებისთვის; ანემიური ფონი; კუნთების მოდუნება; ჭიპის თიაქარი. ბარბარეს – სარქველების პროლაფსი, ანუ გულის მანკის ის ფორმა, რომელიც ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს; მარიამს – ფარისებრი ჯირკვალი (ჩიყვი), რომელიც ასევე იმედია დაექვემდებარება თერაპიულ მკურნალობას და ქირურგიული ჩარევა არ დაგვჭირდება და კიდევ სხვა მეტ–ნაკლები ხარისხით გამოვლენილი პრობლემები.
მდგომარეობა რა თქმა უნდა არ არის იოლი, მაგრამ ჩვენ ძველებურად კარგ ხასიათზე ვართ, კარგად ვჭამთ და კარგად გვძინავს, ძველებურად გვიხარია სტუმრები და ყველაფერზე ძველებურად ვიცინით, რადგან ერთად ვართ, სახლში ვართ და გვაქვს ერთმანეთის იმედი… გვაქვს თქვენი, უამრავი ადამიანის იმედი, რომლებიც გვგულშემატკივობთ და ამდენი ადამიანის ფიქრი და გულწრფელი სურვილი უზარმაზარი ძალაა.
ჩვენ მარტო არ ვართ. გვყავს ერთმანეთი და გვყავს ჩვენი პაწაწუნა ანგელოზი გიორგი და ამიტომ ყველაფერს მოვერევით!
გარკვეული პერიოდი ცოტა გაგვიჭირდება, ცოტა გავწვალდებით, მაგრამ მერე ყველაფერი კარგად კი არა, ძალიან კარგად იქნება!“ – წერს ირინა სარიშვილი.

Comments
Loading...