“ბარსელონას” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშს სთავაზობენ

კატალნიური “ბარსელონას” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის მოთხოვნით მანიფესტი ვრცელდება.

მანიფესტის ავტორები ამ წინადადებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართავენ. მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ლიგის პოპულარიზაციას.

“კატალონიაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა საფეხბურთო ლიგის შეცვლაზე ფიქრობს. დასახელდა სხვადასხვა ვარიანტი. თუნდაც ჩვენი, ქართული ეროვნული ლიგის პოპულარიზების გამო, ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შესთავაზოს “ბარსელონას” საქართველოში თამაში. რა თქმა უნდა, ასეთ შეთავაზებას “ბარსა” არც განიხილავს, თუმცა ამ წინადადებით დაინტერესდებიან მსოფლიო პრესის ჟურნალისტები და 1 დღით მაინც, ეროვნულ ლიგა ყურადღების ქვეშ მოექცევა. ჟურნალისტები დაინტერესდებიან ამ ლიგით, მოიძიებენ ინფორმაციას და უფრო მეტ ხალხს ეცოდინება ჩვენ შესახებ. აშკარაა, რომ ეროვნულ ლიგა გამორჩეული ლეგიონერების გარეშე დიდი ინტერესს ვერ გამოიწვევს და აბსოლუტურად ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის”, – ვკითხულობთ მანიფესტის ტექსტში.

ცნობისთვის, კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის უმრავლესობამ ესპანეთიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი. იმ შემთხვევაში თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, შესაძლოა “ბარსელონამ” არა ესპანეთის, არამედ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშოს. დასახელდა სავარაუდო ქვეყნებიც: ინგლისი, იტალია და საფრანგეთი. საბოლოო გადაწყვეტილება კი “ბარსელონამ” და უეფამ უნდა მიიღონ. იქამდე კი წინ პოლიტიკური მოვლენებია.

Comments
Loading...