“ბარსელონას” ფეხბურთელები კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელ ჩატარებას ითხოვენ

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელობას სხვადასხვა მოთხოვნები წაუყენეს. ამის შესახებს ინფორმაციას ავრცელებს AS.

გაზეთის ცნობით, ფეხბურთელები თვლიან, რომ კლუბს ცვლილებები ესაჭიროება და ითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელ ჩატარებას. მათივე განცხადებით, ხელმძღვანელობაში არსებულმა ქაოსმა გამოიწვია რამდენიმე დღის წინ განცდილი მარცხი “ბაიერნთან”.

ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ ისეთი ახალი მწვრთნელი,რომელიც იცნობს ამ კლუბის ხასიათს და ასეთად ყატარის “ალ-სადის” მთავარ მწვრთნელს,  ჩავი ერნანდესს მოიაზრებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.