ბატიაშვილი: “პედაგოგებმა ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე უნდა მიიღონ სტატუსი”
“სისტემა ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე უნდა აძლევდეს გამოცდის ჩაბარების საშუალებას. შესაბამისად, ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი. პედაგოგი კი რესურსებსა და ენერგიას უნდა ხარჯავდეს მხოლოდ საკლასო ოთახში განათლების ხარისხის ზრდის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
დღეს, განათლების სამინისტროში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები საზოგადოებას გააცნო.