ბატიაშვილი: რეაბილიტაცია ჩატარდება იმ სკოლებში,რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ,ასევე აშენდება ახალი სკოლები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას წარუდგინა.
“უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს. ამ კუთხით ჩვენ ვითანამშრომლებთ არაერთ უწყებასთან და ისე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რეაბილიტაცია, პირველ რიგში, ჩატარდება იმ სკოლებში, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, აშენდება ახალი სკოლები” – განაცხადა მინისტრმა.