ბატიაშვილი: 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი შეიცვლება

“2020 წლისთვის ჩვენს აბიტურიენტებს მიეცემათ განახლებული სისტემით ჩაბარების შესაძლებლობა, მაგრამ არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ იმ ნაბიჯებზე”,-ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ განახლდება და განახლდება 2020 წლისთვის ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 2020 წლამდე მოხდება მისი შეფასება, რამდენად ეფექტურია, რამდენად ეფექტური იყო და რის მიღება გვინდა მომავალში, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უკვე 2020 წლისთვის ჩვენს აბიტურიენტებს მიეცემათ განახლებული სისტემით ჩაბარების შესაძლებლობა, მაგრამ არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ იმ ნაბიჯებზე, როგორი უნდა იყოს ეს სისტემა,“ – განაცხადა მინისტრმა.

Comments
Loading...