ბაქრაძე: თუ ხელისუფლება შემოვა კომპრომისული კანონპროექტით, შეთანხმება შესაძლებელია

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც უმრავლესობამ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის მოდელი უნდა შესთავაზოს.

დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული მოდელი 110/40-ზე პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს.

რაც შეეხება გიორგი რურუას და გიგი უგულავას „ფეისბუკ“ მიმართვებს, ბაქრაძე ამბობს, რომ მათი პოზიცია აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების გონიერების პირობებში შეთანხმება შედგეს და ნორმალური არჩევნები ჩატარდეს.

„თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება გამოვიდეს რეალისტური და ნორმალური მოდელით და არა ისეთით რასაც გვთავაზობენ დღეს. შემოთავაზებული მოდელი ემყარება რაღაც ხელოვნურ ჩამკეტებს და დათქმებს ემყარება, ის პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს. თუ ამის ნაცვლად ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, კარი დახურული არაა და შეთანხმება შესაძლებელია. პოზიცია, რომელიც დააფიქსირეს გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ, აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების და ქართული ოცნების გონიერების პირობებში, მათი მხრიდან ნორმალური თავისი არსით პროპორციული და ოპოზიციისთვის მისაღები სისტემით შემოსვლის პირობებში შედგეს შეთანხმება და საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Comments
Loading...