ბაქრაძე: 28 ოქტომბერს გადაწყდება რამხელა იქნება ჩვენი პენსიონერების პენსია

“28 ოქტომბერს გადაწყდება რამხელა იქნება ჩვენი პენსიონერების პენსია”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ზუგდიდში, მხარადჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

“საქართველოს ჭირდება ცვლილებები, საქართველოს ჭირდება უკეთესობა. ცვლილებები და უკეთესობა მოაქვს არჩევნებს, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ამ არჩევნებზე ვირჩევთ არა ერთ კონკრეტულ ადამიანს არამედ ვირჩევთ იმას როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, როგორ ქვეყანაში ვიქნებით, როგორი იქნება ჩვენი ოჯახები, რამხელა იქნება ჩვენი პენსიონერების პენსია, რამდენად დაცული იქნებიან ჩვენი სოციალურად დაუცველები, სად ისწავლიან ჩვენი ახალგაზრდები, როგორი ქვეყანა იქნება და სად იქნება საქართველოს მომავალი.

აი ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს 28 ოქტომბერს, ამიტომ ქვეყანას ჭირდება არა კაბინეტის პრეზიდენტი როგორც ამას გვთავაზობს ქართული ოცნება, ქვეყანას ჭირდება ქმედითი პრეზიდენტი რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდდთან ერთად იმუშავებს დღე და ღამე იმუშავებს დღე და ღამე იქნება ხალხთან ერთად და ნაბიჯ-ნაბიჯ ეცდება ყველა იმ პრობლემის მოგვარებას რომელიც დღეს აწუხებს ხალხს და საქართველოს’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

ამის შესახებ ინფორმაციას საპარალმენტო უმცირესობა ავრცელებს.

Comments
Loading...