ბაღდათის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ჭაში ჩავარდა – სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ოფჩაში, 45წლამდე ასაკის მამაკაცი 12–მეტრიან  ჭაში  ჩავარდა.  როგორც Mpress.ge-ს  მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში  ხვიჩა ბურჯანაძემ განუცხადა, ინციდენტი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი ეზოში ჭას ჭრიდა, რა დროსაც  მიწა ჩამოიშალა და შიგ  მოიყოლია.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება,რომელშიც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10–მდე მაშველია ჩართული.

შსს–მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით(“თვითმკველობამდე მიყვანა“) დაიწყო.

 

Comments
Loading...