ბახტაძე: ევროპა და ევროკავშირია ერთადერთი ოჯახი, სადაც საქართველო უნდა დაბრუნდეს

ევროპა და ევროკავშირია ერთადერთი ოჯახი სადაც საქართველო უნდა დაბრუნდეს, –  ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში გამართულ „პროგრესული ალიანსის“ საეთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

“ევროპა და ევროკავშირი გახლავთ ის ერთადერთი ოჯახი, სადაც საქართველო უნდა დაბრუნდეს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპული პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა ამ ძირითადად საკითხებში, რომელიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის, დემოკრატიის განვითარებასა და კეთილდღეობის მიღწევისთვის. ჩვენი მთავარი მიზნისათვის- ევროკავშირის სრუფლებიანი გაწევრიანებისთვის. ჩვენ ძალიან მტკიცე ნაბიჯები გადავდგით დემოკრატიული ინსტიტუტის შექმნით საქართველოში, და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ეს თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ, ამის მაგალითია ის უნიკალური შემთხვევა რომელიც გვქონდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როდესაც საქართველო მოხვდა საუკეთესო 5 ქვეყანას შორის, რომლის საჯარო ფინანსების გამჭირვალედ და გამჭირვალობით არის საუკეთესო, სწორედ ასეთი ამბიციური მიზნები გვაქვს ჩვენ”, – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...