ბახტაძე: შემოვლითი რკინიგზის პროექტი ობიექტურად შეჩერდა,ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა, შესაბამისად მისი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ობიექტური იყო.

“ბევრ თქვენგანს მოეხსენება ე.წ შემოვლითი რკინიგზის პროექტი. ბევრი რამ ითქვა ამ პროექტთან დაკავშირბებით და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროქეტის შეჩერება სრულიად ობიექტურად, ვინაიდან ის ვერანირ სტანდარტს ვერ პასუხობდა, უფრო მეტიც ის იყო კონტრპროდუქტული. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერცერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი, რკინიგზა. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ევროპულ ქალაქს სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენი ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებით ავტომაგისტრალები ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის. ბუნებრივია ეს არის სრულიად მიუღებელი. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც ამ პროქეტის დასრულება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახდათ, რომ ჩვენ მოგვეხდინა ის რაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააკეთა წარმატებით, მოგვეხდინა რკინიგზისა და მეტროს ინტეგრირება ერთმანეთში ყველაზე ეფექტური საშუალებით”, – განაცხდა ბახტაძემ.

Comments
Loading...