ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა მინსკის ცენტრში უცნობმა პირებმა დააკავეს

აღნიშნულია, რომ იგი ჩასვეს მიკროავტობუსში წარწერით "კომუნიკაცია" და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ამის შესახებ Tut.by იუწყება.

ანტონ როდნენკოვი, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრესმდივანი, შეეცადა კოლესნიკოვას პოვნას, მაგრამ მასთან კონტაქტი ვერ დაამყარა. მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა კოლესნიკოვას დაკავების შესახებ ინფორმაციის კომენტირებაზე.

ოპოზიციური საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის ფაქტზე ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების აღების მცდელობის ფაქტზე. პროტესტის ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს ბრალდებები შეუსაბამოა, ვინაიდან საბჭო წარმოადგენს სამოქალაქო პლატფორმას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგისთვის და მას არ აქვს პოლიტიკური მიზანი და პროგრამა.

 

Comments
Loading...