ბელარუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ტესტირებას გეგმავს

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ბელარუსები ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Tut.by.

ვაქცინა შეიმუშავა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ და ნ.ფ.გამალეას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულმა სამეცნიერო ცენტრმა.

ვაქცინის გამოცდასა და მის წარმოებაში ჩასართველად რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი და ახლა მათ რიგებს ბელარუსიც შეუერთდა.

Comments
Loading...