ბელარუსი რუსეთისგან შეისყიდის 2 მილიონ ტონა ნავთობს, ბარელზე 4 დოლარად

ბელარუსი რუსეთისაგან ნავთობს შეისყიდის. ინფორმაციას ავრცელებს DW

აპრილში, ბელარუსი გეგმავს,რუსეთისაგან შეიძინოს 2 მილიონი ტონა ნავთობი.

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი -სერგეი რუმასი აცხადებს,რომ მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

რუმასი განმარტავს,რომ ნავთობის შეძენა შესაძლებელი იქნება დანამატი ფასის გარეშე.

„სახელმწიფოს მკაცრი და თანმიმდევრული პირობა,რომ შეიძინოს რუსული ნავთობი,დანამატი ფასის გარეშე,მთავრობამ შეინარჩუნა.ამ პოზიციის შედეგია ფასი,რომლითაც ბელორუსი აპრილში შეიძენს ნავთობს რუსეთის ფედერაციისგან- ბარელზე 4 ამერიკულ დოლარად“-ამბობს სერგეი რუმასი.

Comments
Loading...