ბერა ივანიშვილის მეუღლემ ბავშვი ჭორვილაში, სახლში გააჩინა – ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი – ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლი, 29 ნო­ემ­ბერს მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ 2018 წელს ნო­ემ­ბერ­ში იქორ­წი­ნეს და მი­ლი­არ­დე­რის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბო­და.

ნა­ნუ­კას ორ­სუ­ლო­ბი­სა და ბავ­შვის სქე­სის შე­სა­ხებ პე­რი­ო­დუ­ლად ბე­რას “ინ­სტაგ­რა­მის” ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან ხდე­ბო­და ცნო­ბი­ლი, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ხში­რად აქ­ვეყ­ნებს.

ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. და­ვუ­კავ­შირ­დით ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, რომ­ლებ­მაც ღიად სა­უ­ბა­რი არ უსურ­ვეს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. ცხა­დია, სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად არ მომ­ხდა­რა, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­სტრი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მეან-გი­ნე­კო­ლო­გი და სა­ნიტ­რე­ბის ჯგუ­ფი.

მშო­ბი­ა­რო­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და ოჯა­ხის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭორ­ვი­ლას სახ­ლში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წყვეს სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი და ინ­კუ­ბა­ტო­რიც კი ახალ­შო­ბი­ლის­თვის, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და.

დედა-შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ “ინ­სტაგ­რამ­ზე” პირ­ვე­ლი ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად.

სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­აა. ამ გზით მშო­ბი­ა­რო­ბის მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სახ­ლის გა­რე­მო დე­დი­სა და ახალ­შო­ბი­ლის­თვის გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო და ოჯა­ხუ­რია, ვიდ­რე სამ­შო­ბი­ა­როს პა­ლა­ტა. ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთ­ში, უკვე ასო­ბით შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ქა­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ირ­ჩე­ვენ შინ მშო­ბი­ა­რო­ბას.

მშო­ბი­ა­რო­ბის ამ ფორ­მას ირ­ჩე­ვენ უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, სინ­დი კრო­უ­ფორდმა ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა და მას მე­უღ­ლე და სამი ბე­ბი­ა­ქა­ლი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა სუ­პერ­მო­დელ­მა ჟი­ზელ ბუნდჰენ­მა, ევა რე­ი­ჩელ ვუდ­მა, ჰი­ლა­რი დაფ­მა და პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მა, რო­მელ­მაც ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა.

წყარო:ambebi.ge

Comments
Loading...